ბოლონიის სისტემის დანერგვამ ახალ ეპოქას დაუდო სათავე, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სტუდენტთა ჩართულობა საკუთარ განათლებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. ახლა სტუდენტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ინიციატივა გამოიჩინონ საკუთარი აკადემიური კარიერის მართვაში, თუმცა მათ ამ პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო რესურსები არ გააჩნიათ. სამწუხაროდ, ყველა უნივერსიტეტს არ შეუქმნია თანმიმდევრული და დემოკრატიული სისტემები სტუდენტთა ადვოკატირებისთვის (საჩივრები (აკადემიური, სადისციპლინო …) გადაუდებელი ფინანსური დახმარების თხოვნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები). როდესაც უნივერსიტეტები ყურადღების გარეშე ტოვებენ ამ საკითხებს, ისინი უგულვებელყოფენ სტუდენტთა უფლებების დაცვას.
ეს პროექტი დაფუძნებულია სტუდენტთა ადვოკატირების სფეროში ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებასა და პრაქტიკაზე, რაც გულისხმობს „ნეიტრალური“ (თავისუფალი სხვა სამუშაო ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან ან ინტერესთა კონფლიქტისგან) ომბუდსმენის დაქირავების გავრცელებულ პრაქტიკას, რომელიც მოისმენს სტუდენტების პრობლემებს და მიმართულებას მისცემს მათ, რათა შესაბამისი პროცედურების გავლით მოხდეს საკითხის სამართლიანი, თანმიმდევრული და ეფექტური მოგვარება. პროექტის შედეგად მიღებული მონაცემები და დასკვნები გამოყენებული იქნება სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებშიც; თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება სტუდენტთა ომბუდსმენის ოფისი, რომელიც სტუდენტების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ეს პროექტი გააუმჯობესებს პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრირებას, ვინაიდან მათ საშუალება მიეცემათ, დანერგონ ბოლონიის პროცესი არა მხოლოდ ფორმალური სახით, არამედ სტუდენტებისთვის იმ დემოკრატიულ პროცესებზე წვდომის უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაეხმარება მათ განათლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.
მიზანი: აზერბაიჯანულ, ქართულ და უკრაინულ უნივერსიტეტებში სტუდენტთა ომბუცმენის ოფისების ჩამოყალიბება აღმოფხვრის აკადემიურ პროცესში წარმოშობილ დაბრკოლებებს და ეფექტურად დაიცავს სტუდენტთა უფლებებს.
შედეგები:
• წერილობითი მასალები (ტრეინინგის სახელმძღვანელო, ვებ გვერდი) შექმნილი სტუდენტთა ადვოკატირების სისტემების შესახებ
• ყოველ უნივერსიტეტში უნივერსიტეტის შიდა პროცედურების გათვალისწინებით დაარსებული სტუდენტთა ომბუდსმენის ოფისი
• თითოეულ უნივერსიტეტში ომბუდსმენის დატრენინგება
• თითოეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა ადვოკატირების პროცედურების და ომბუდსმენის ოფისის ფუნქციების შესახებ დატრენინგებული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსოალი
საქმიანობა:
1. პარტნიორებთან საწყისი (kick off) შეხვედრების გამართვა
2. აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის პარტნიორ უნივერსიტეტებში საჭიროებების შეფასების კვლევის ჩატარება
3. სტუდენტთა ადვოკატირების და ომბუდსმენის ოფისის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრა ევროკავშირის პარტნიორების გამოცდილების საფუძველზე
4. სტუდენტთა ადვოკატირების ტრეინინგის მასალების მომზადება და ინტერნეტ-გამოქვეყნება პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის
5. სტუდენტთა უფლებების და მოვალეობა-პასუხისმგებლობის შესახებ სახელმძღვანელოს მომზადება
6. ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სახელმძღვანელოს მომზადება
7. თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტთა ომბუდსმენის ოფისის დაარსება
8. სტუდენტთა ადვოკატირების საპილოტე პროგრამის დაწყება ფაკულტეტისა და ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ პარტნიორ უნივერსიტეტში
9. ვებ-გვერდის მეშვეობით პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაციის გავრცელება ყველა უნივერსიტეტისა და რეგიონის სასარგებლოდ
10. ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტისთვის სტუდენტთა ადვოკატირების ტრენინგის დაწყება
11. პროექტის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი
12. პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფა (სტუდენტთა ომბუდსმენის ოფისები აგრძელებენ ფუნქციონირებას უნივერსიტეტებისა და შეთავაზებული სერვისების მეშვეობით)
13. საბოლოო შეხვედრის ორგანიზება