2019 წლის 4-5 აპრილს ჩატარდა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუცმენის პოზიციის მეშვეობით (AESOP) მენეჯმნტის ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა ვადიმ ჰეტმანის სახელობის კიევის ეკონომიკურმა უნივერსიტეტმა (კიევი, უკრაინა).

AESOP-ის პროექტის კონსორციუმის წევრებმა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები. განსაკუთრებით, სტუდენტთა ადვოკატირების სასწავლო პროგრამები არაევროპული უნივერსიტეტების შედეგებზე დაყრდნობით.  ევროპელმა პარტნიორებმა გასცეს რეკომენდაციები. განიხილეს შექმნილი ომბუცმენის ოფისების ინსტიტუციური პოლიტიკა და საქმიანობა ასევე სამომავლო ღონისძიებები: ბაქოს მენეჯმნენტის ჯგუფის  შეხვედრა და შემაჯამებელი კონფერენცია ქუთაისში. მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები.

სხდომას ესწრებოდნენ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ეროვნული ERASMUS + ოფისი.