ERASMUS + -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,სტუდენტთა ადვოკატირება ომბუცმენის პოზიციის მეშვეობით (AESOP)“  ფარგლებში, 2018 წლის მარტში და აპრილში ხაზარის უნივერსიტეტში ტარდება საპილოტე ტრეინინგი სტუდენტთა ადვოკატირებაში

ტრეინინგში მონაწილეობენ როგორც უნივერსიტეტის დაინტერესებული წევრები, ასევე შემთხვევით შერჩეული  მონაწილეები. საპილოტე ტრეინინგის  მიაწოდოს ინფორმაცია  უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს ომბუცმენის ოფისების, ომბუცმენის, მისი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე ზოგადი ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სტრუქტურის, დეპარტამენტებისა და ფაკლულტეტების ვალდებულებების, შიდა დისციპლინა ასევე სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ტრეინინგი დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის ფარგლებში დანიშნულ ომბუცმენებთან თანამშრომლობით.

ხაზარის უნივერსიტეტში ჩატარებული საპილოტე ტრეინინგის შედეგების საფუძველზე, სხვა არაევროკავშირის წევრი უნივერსიტეტები ჩაატარებენ ტრეინინგს მათსავე  უნივერსიტეტებში.

ევროპელი პარტნიორების გამოცდილების გათვალისწინებით სამ ქართულ, ოთხ აზერბაიჯანულ და ორ უკრაინული უნივერსიტეტში AESOP- ის პროექტის ფარგლებში 2018 წლის დეკემბერში – 2019 წლის იანვარში შეიქმნა ომბუცმენის ოფისები.

პროექტის მიზანია ომბუცმენის ოფისების შექმნით ხელი შეუწყოს ,,სტუდენტთა ადვოკატირების“ დემოკრატიულ პროცედურებს აღმოსავლეთ სამეზობლოს სამ ქვეყანაში ბოლონიის პრინციპების დაცვით.

პროექტის პარტნიორები არიან:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)

ნახიჩევანის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)

განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)

ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)

განათლების სამინისტრო (აზერბაიჯანი)

კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო)

ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტი (საქართველო)

პოლტავის  ეკონომიკის და ვაჭრობის უნივერსიტეტი (უკრაინა)

კიევის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი (უკრაინა)

ავსტრიის სტუდენტური ომბუცმენის ოფისი (ავსტრია)

ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)

ლაქილას უნივერსიტეტი (იტალია)

მინიოს უნივერსიტეტი ( პორტუგალია)

იუვასკულას უნივერსიტეტი (ფინეთი)

მიდლსექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)